“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ნბა-ს ფინალებში ჩაგდებული ქულებით ტომ ჰეინსონს და ჯონ ჰავლიჩეკს გადააასწრო. “გოლდენ სტეიტთან” (115:101) მოგებულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსმა 41 ქულა შესძინა გუნდს და ფინალებში სულ 1051 ქულა დაუგროვდა. ჯონ ჰავლიჩეკს 1018 ქულა აქვს, ხოლო ტომ ჰეინსონს - 1037. ამ მაჩვენებლით ლებრონი მეშვიდე ადგილზე იმყოფება. “მეფის” მორიგი სამიზნე სემ ჯონსის 1143 ქულაა.
ნბა-ს ფინალებში ყველაზე მეტი 1679 ქულა ჯერი უესტს აქვს ჩაგდებული.