კალათბურთი

14:52 | 17.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტის” ანტირეკორდი

“გოლდენ სტეიტ უორიორსი” “კლივლენდთან” ფინალური სერიის მეექვსე შეხვედრის (101:115) პირველ პერიოდში 11:31 დამარცხდა, რაც ნბა-ს ანტირეკორდია.

ნბა-ს ფინალების ისტორიაში გუნდს პირველ პერიოდში ასე ცოტა ქულა არასდროს დაუგროვებია. აქამდე უარეს შედეგად 1955 წლის ფინალური სერიის მეორე მატჩი ითვლებოდა, სადაც “დეტროიტმა” პირველ პერიოდში მხოლოდ 13 ქულა ჩააგდო და 1974 წლის ფინალი, სადაც “მილუოკმა” “ბოსტონთან” პერიოდში ასევე 13 ქულა მოათავსა კალათში.

შეგახსენებთ, რომ ფინალის გადამწყვეტი მეშვიდე შეხვედრა ოკლენდში 20 ივნისს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125648