ფეხბურთი

2:05 | 17.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხურცილავა “სიონის” ღირსებას დაიცავს

ბოლნისის “სიონს” კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. 28 წლის მცველი დავით ხურცილავა ბოლნისელთა ღირსებას ერთი წლის განმავლობაში დაიცავს. ხურცილავამ გუშინ პირველი ვარჯიში ჩაატარა ბოლნისურ კლუბთან ერთად.

“მოხარული ვარ, რომ ამ გუნდის წევრი გავხდი. “სიონი” ტრადიციული და ამბიციური გუნდია. შემართებით მოვედი “სიონში” და მჯერა, ჩემპიონატს საპრიზო ადგილით ჩავამთავრებთ”, - აღნიშნა ხურცილავამ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ეროვნული ჩემპიონატი 7 აგვისტოს დაიწყება და 15 დეკემბერს დასრულდება.

თეგები\"სიონი\"
0.115318