ფეხბურთი

22:50 | 16.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დორტმუნდმა" გერერო დაიმატა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ლორიენის" ყოფილი მცველი რაფაელ გერერო კარიერას "დორტმუნდში" გააგრძელებს. როგორც "ბორუსიას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 22 წლის ფეხბურთელმა გერმანულ გრანდთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გააფორმა.

"კაენის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი "ლორიენში" 2013 წელს გადავიდა. მას შემდეგ მცველმა 111 მატჩში 10 გოლი გაიტანა. transfermarkt-ის მონაცემებით, პორტუგალიელის ტრანსფერში გერმანელებმა 12 მილიონი ევრო გადაიხადეს. რაფაელი ამჟამად ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება და ისლანდიასთან პირველ ტურში 90 წუთი ითამაშა.

0.109661