ფეხბურთი

13:32 | 16.06.2016 | ნანახია 2244 - ჯერ

ემერის პსჟ-ში მომავალი კვირიდან ელიან

საფრანგეთის ჩემპიონის “პარი სენ ჟერმანის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უნაი ემერის დანიშვნა ოფიციალურად მომავალ კვირაში გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

ფრანგული გამოცემის ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ლორან ბლანთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე და გადასახდელი კომპენსაციის ოდენობაზე აწარმოებს მოლაპარაკებას. პარალელურად, დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს 44 წლის ესპანელ სპეციალისტთან, რომელმაც სამწლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ “სევილია” ახლახან დატოვა.

ასევე სამი წელი ხელმძღვანელობდა პსჟ-ს ლორან ბლანიც და დედაქალაქელებმა ამ დროის განმავლობაში ყველა ფრანგული ჯილდო მოიგეს, თუმცა ჯერაც ვერ შეწვდნენ სანატრელ ჩემპიონთა ლიგის თასს და კლუბის თავკაცებმაც მწვრთნელის შეცვლა ამის გამო გადაწყვიტეს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:47 | 17.06.2016
giojuve-10 (3743)

ემერი კიარა ტომ კრუზი კიდე,2 წელი ეგდება ლიგას ვერც მოიგებენ სიზმარშიც კი მერე გააგდებენ,აეგაა ბოლო ამის

18:15 | 16.06.2016
KoRBeN DaLLaS (24848)

ემერს дანიშნავენ პსჟ-ში дა ეტყვიან ჩემპიონთა თასი უნдა მოგვაგებინოო.
ეგ რომელიაო ? - იკითხავს უნაი.
აი ეს არისო - აჩვენებენ ფრანგები მაკეტს.
უი უი, აბა მე ბოლო სამი წელი რას ვიგებдიო ? შეიცხაдებს შეცბუნებული ესპანელი ))))

15:50 | 16.06.2016
deqstera_best_7 (1964)

ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, ბლანი მშვენიერი მწვრთნელია და ნამდვილად არიმსახურებს გაშვებას!!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118424
სარეკლამო ადგილი - 99
X x X