ჩოგბურთი

0:45 | 16.06.2016 | ნანახია NaN - ჯერ

გორგოძემ იმარჯვა, ქვაცაბაია დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) პირველ წრე დასძლია და მერვედფინალში გააღწია.

გორგოძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ლისა მატვიენკო 6:4, 2:6, 7:5 დაამარცხა, შემდეგ რაუნდში კი მე-6 ნომრად განთესილ ანა ვრლიჩს (ხორვატია) და მარტინა გარეგაროს (იტალია) შორის უმჯობესს ეთამაშება.

შეჯიბრს გამოეთიშა სოფო ქვაცაბაია, რომელმაც კვალიფიკაცია წარმატებით დასძლია, ძირითად ბადეში კი მე-7 რეიტინგის მქონე ხორვატ ტენა ლუკასთან 0:6, 2:6 წააგო.

წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც გერმანელებს – კატარინა გერლახს და კატარინა ჰობგარსკის გაეჯიბრებიან.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:13 | 27.11.2016
berodaviti (4285)

საქართველოს ფეხბურთს და ჩემპიონატს არც მამა ჰყავს და არც დედა...

თქვენი უსამართლო მსაჯელონა მიგვიფურთხებია ფოთელებს თქვე სამარცხვინოებო თქვენ...

როგორ აკადრეთ ფეხბურთის აკვანსა და საქართველოს მარჩენალს ამდენი ძალმომრეობა ?!

ფოთში არ გნახოთ ჩამოთრეულები, გაგყრით ისე როგორც არასდროს არავინ არ გაგვიფარჩაკებია...

ფეხბურთით ცხოვრება ერთადერთი გვქონდა დარჩენილი და რა გინდათ, თქვენი...

19:07 | 27.11.2016
samtrediel (8001)

ამის გაშვება შეცდომა იქნებოდა ახლა. ისევე, როგორც თავის დროზე ჯოვანი ელბერის, ლიონში.

18:42 | 27.11.2016
tomasmuller (668)

გუნდის სული და გული გუნდის ლეგენდა

0.067869