ჭადრაკი

23:27 | 15.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაპაბლანკას მემორიალს ივანჩუკი ლიდერობს

კუბის დედაქალაქ ჰავანაში გრძელდება მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ხოსე რაულ კაპაბლანკას მემორიალი, რომელშიც 6 მოჭადრაკე - ვასილი ივანჩუკი (უკრაინა), ზოლტან ალმაში (უნგრეთი), ლაზარო ბრუგოსი (კუბა), ივან ჩეპარინოვი (ბულგარეთი), ლეინერ დომინგესი (კუბა) და იური კრივორუჩკო (უკრაინა) მონაწილეობს. ტურნირის ფავორიტებად დომინგესი (2723) და ივანჩუკი (2710) ითვლებიან, რომელთა რეიტინგი 2700-ს აღემატება.
სხვა საქმეა, რომ დომინგესი პროგნოზებს ვერ ამართლებს და 2 ქულით მეხუთე ადგილზეა. რაც შეეხება ივანჩუკს, მას 4 ქულა აქვს და უახლოეს მდევრებს 1,5 ქულით უსწრებს.
სატურნირო მდგომარეობა 5 ქულის შემდეგ:
1. ივანჩუკი - 4
2-4. ალმაში, ჩეპარინოვი, კრივორუჩკო - 2,5- 2,5
5. დომინგესი - 2
6. ბრუგოსი - 1,5

0.130382