კალათბურთი

1:37 | 15.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო რუსულ გეგმებში

რუსეთის საკალათბურთო ნაკრების ხელმძღვანელობამ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის გაფართოებული შემადგენლობა და მოსამზადებელი გეგმა გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდიც ფიგურირებს.

რუსები ევრობასკეტ-2017-ის კვალიფიკაციისთვის მზადებას ივლისის შუა რიცხვებში დაიწყებენ, 6 აგვისტოს კი, მოსკოვში საქართველოსთან საკონტროლო მატჩი ელით. საინტერესოა, რომ მოსამზადებელ და ოფიციალურ შეხვედრებს შორის, ეს, ერთადერთი თამაშია, რომელსაც რუსები დედაქალაქში გამართავენ.

აი, 12-14 აგვისტოს კი, რუსეთის ეროვნულ ნაკრებს უკვე თბილისში ვიხილავთ, სადაც ტრადიციული “მერიის თასი” ჩატარდება. როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს და რუსეთის გუნდების გარდა, ამჯერად, თბილისის სპორტის სასახლეში უკრაინას და ჰოლანდიასაც ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ უშუალოდ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსები სამგუნდიან ჯგუფში მოხვდნენ და პაექრობა შვედეთთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. პირველადგილოსანი ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას ავტომატურად მიიღებს, მეორეზე გასული კი სხვა ჯგუფების შედეგებზე იქნება დსამოკიდებული.

რაც შეეხება შემადგენლობას, ჯერჯერობით, ნაკრებში მოხვედრა 11 კალათბურთელს აქვს გარანტირებული, რომელთა შორის ერთადერთი ლეგიონერი – ტიმოფეი მოზგოვია (“კლივლენდი”). კიდევ 22 მოთამაშე 4 ივლისს სპეციალურ შეკრებაზე შევა და მათგან საუკეთესოებს მთავარი მწვრთნელი სერგეი ბაზარევიჩი ეროვნულ ნაკრებს დაამატებს.

0.13078