ჩოგბურთი

0:49 | 15.06.2016 | ნანახია NaN - ჯერ

ქართულმა წყვილმა მოგებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის პირველი წრე დასძლიეს.

ქართულმა წყვილმა მერფვედფინალში მე-4 ნომრად განთესილ ხორვატულ-ამერიკულ დუეტს (ტენა ლუკასი-ბერნარდა პერა) 1:6, 6:2 10:7 მოუგო, მეოთხედფინალში კი გერმანულ ტანდემს (კატარინა გერლაჩი-კატარინა ჰობგარსკი) გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ ერთეულებში ქვაცაბაიამ კვალიფიკაცია დასძლია და ახლა, ხსენებულ ლუკასს ეთამაშება, რომელიც მე-7 ნომრადაა განთესილი.

რაც შეეხება გორგოძეს, ის პირდაპირ ძირითად ბადეში იყო დაშვებული და საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ლისა მატვიენკოს (გერმანია) ეთამაშება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:16 | 02.09.2015
federerjamesliverpooldelpotro (17151)

წარმატებები

12:58 | 01.09.2015
BEERTRANCE (97819)

წარმატებები, აბა თქვენ იცით

12:51 | 01.09.2015
XaLaLa (284)

წარმატებები ჩვენს მოჭადრაკე მანდილოსნებს, ძალიან მაგრები არიან...

0.061824