ფეხბურთი

23:03 | 14.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნანი “ინტერში” გადასასვლელად მზადაა

“ფენერბაჰჩეს” პორტუგალიელი შემტევი ნანი მზადაა “ინტერში” გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, კლუბი და ფეხბურთელი ხელფასზე უკვე შეთანხმდნენ. “ინტერი” ნანის წელიწადში 3.2 მილიონ ევროს გადაუხდის. ახლა, მილანური კლუბი “ფენერბაჰჩესთან” ტრანსფერის დეტალებს ათანხმებს.
ნანი 2007-2015 წლებში “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა, სადაც 147 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა, 2015 წლიდან კი თურქულ “ფენერბახჩეში” თამაშობს.

0.100113