კალათბურთი

19:20 | 14.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონმა მეჯიქ ჯონსონს გადაასწრო

“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ნბა-ს ფინალში ჩაგდებული ქულებით “ლეიკერსის” ლეგენდას მეჯიქ ჯონსონს გადაასწრო.

ლებრონმა “გოლდენ სტეიტთან” (112:97) მოგებულ შეხვედრაში 41 ქულა ჩააგდო და სულ ფინალებში 1011 ქულა დაუგროვდა. მეჯიქ ჯონსონს კი - 971. ამ მაჩვენებლით “მეფე” მეცხრე ადგილზე იმყოფება. ჯეიმსის მორიგი სამიზნე ჯონ ჰავლიჩეკის 1018 ქულაა, რომელსაც დიდი ალბათობით შემდეგ შეხვედრაში გადაასწრებს.

ნბა-ს ფინალებში ყველაზე მეტი 1679 ქულა ჯერი უესტს აქვს ჩაგდებული.

0.123205