თელ-ავივის “მაკაბიმ” ამერიკელ კალათბურთელ სონი უიმსთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მხარეებმა 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის განმავლობაშიც სპორტსმენი სამ მილიონ დოლარს მიიღებს.
მოსკოვის ცსკა-ს ექს-ლიდერმა 2015-16 წლების სეზონი ნბა-ში გაატარა, თუმცა, “ფინიქსსა” და “ფილადელფიაში” წამყვან პოზიციებზე ნამდვილად არ ყოფილა. სონის საშუალო მონაგარი 2.5 ქულა, 1.2 მოხსნა და 1.1 პასი გახლდათ.