ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უზბეკეთის ქალაქ ფერღანაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირში ჩაერთო და წყვილთა შეჯიბრში მარცხი განიცადა.
ბოლქვაძე და ჩინელი ქსინიუ გაო საწყის რაუნდში მე-3 ნომრად განთესილ რუსულ დუეტს (პოლინა მონოვა-იანა სიზიკოვა) გაეჯიბრნენ და 1:6, 4:6 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძე ძალებს ერთეულთა ტურნირშიც მოსინჯავს. მარიამი პირველ წრეში მე-7 ნომრად განთესილ, ხსენებულ სიზიკოვას გაეჯიბრება.