ფეხბურთი

13:14 | 14.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ“ ლომაია დაიმატა და შეკრება დაგეგმა

საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა, იურაი იარაბეკმა შესვენების შემდეგ პირველი ვარჯიში გამართა. გუნდთან ერთად ივარჯიშეს დავით ვოლკოვმა და თორნიკე კირკიტაძემ. გიორგი პაპუნაშვილს მიკრო ტრავმა აწუხებს და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

თბილისელებს დღევანდელ წვრთნაში ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები აკლდა. გუნდს უცხოელი ახალწვეულები უახლოეს დღეებში შეუერთდებიან. 20 ივნისს კი „დინამო“ ავსტრიულ დაბა სენტ იოჰანში შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც სასტუმრო Alpenhotel Kaiserfels- ში დაბინავდება.

შეკრებაზე გუნდი 4 სპარინგ შეხვედრას გამართავს. 23 ივნისს დინამოელები ვარშავის „ლეგიას“ დაუპირისპირდებიან, 26- ში რაზგრადის „ლუდოგორეცს“, 29 ივნისს ჰაიფას „მაქაბის“ და 4 ივლისს ბოლო სპარინგი კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ გაიმართება.

„დინამოს“ დაუბრუნდა და გუნდთან ერთად შეუდგა მზადებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე გიორგი ლომაია, რომელიც ბოლო 7 წლის განმავლობაში ბაქოს „ინტერში“ თამაშობდა. ლომაია „დინამოს“ ღირსებას 1997-1998 და 1999-2000 წლებში იცავდა, ასევე რეგულარულად ასპარეზობდა თბილისელთა ასაკობრივ გუნდებში. აქვე მცირე ინტერვიუ გიორგი ლომაიასთან, რომელიც დინამო TV-მ ჩაწერა:

fcdinamo.ge

0.125134