ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელმაც გასულ კვირას ჰოლანდიურ ჰერტოგენბოშში 250-ათასიანი ტურნირი მოიგო, ინგლისურ ბირმინგემში გადაინაცვლა და ძალებს გაცილებით პრესტიჟულ შეჯიბრში (საპრიზო ფონდი 846 ათასი დოლარი) მოსინჯავს.
სხვაობა ის გახლავთ, რომ კალაშნიკოვამ ჰოლანდიაში ყაზახ იაროსლავა შვედოვთან ერთად იმარჯვა, Aegon Classic-ზე კი უნგრელ ტიმეა ბაბოშთან წყვილში გაირჯება.
უკვე ცნობილია, რომ მერვედფინალურ შეხვედრაში ოქსანა და ტიმეა ბრიტანელ იოჰანა კონტას და უკრაინელ ელინა სვიტოლინას ეთამაშებიან, რომელთაც ტურნირის ორგანიზატორებმა “უაილდ ქარდი” უბოძეს.
თუკი კალაშნიკოვამ და ბაბოშმა საწყისი რაუნდი დასძლიეს, 100-100 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.