კალათბურთი

20:16 | 13.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გრინი მეხუთე შეხვედრას გამოტოვებს

“გოლდენ სტეიტის” ერთ-ერთი ლიდერი დრეიმონ გრინი ნბა-ს ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. გრინმა მეოთხე მატჩში არასპორტული ჯარიმა მიიღო და პლეი-ოფში სულ სამი არასპორტული ჯარიმა დაუგროვდა, რაც ნბა-ს წესებით იმას ნიშნავს, რომ კალათბურთელი შემდეგ შეხვედრას ტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ სერიას “გოლდენ სტეიტი” “კლივლენდს” 3:1-ს ამარცხებს, მეხუთე მატჩი 14 ივნისს ოკლენდში თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098436