ავტოსპორტი

17:34 | 13.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კანადაში გამარჯვებით ჰამილტონი ტიტულისთვის ბრძოლას დაუბრუნდა

ლუის ჰამილტონმა დაძაბულ ბრძოლაში შეძლო კანადური დიდი პრიზის მეხუთედ მოგება და ამით, თავის თანაგუნდელსა და ჩემპიონატის ლიდერ ნიკო როსბერგთან ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა. არც ისაა გამორიცხული, რომ ბაქოს რბოლის შემდეგ, რომელიც ერთ კვირაში პირველად გამართება, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კლასიფიკაციას სათავეში მოექცეს. არადა, სულ ახლახანს, ის როსბერგს 43 ქულით ჩამორჩებოდა.

როსბერგმა სეზონის პირველ ხუთ რბოლაში გაიმარჯვა, მაგრამ ესპანთიდან მოყოლებული, ბედ არ სწყალობს. უიღბლო სერია კი მისთვის ბარსელონაში, ჰამილტონთან რბოლის დასაწყისშივე მომხდარი შეჯახებით დაიწყო. და იმ დიდი უპირატესობის გაქარწყლებას ორიოდე რბოლა დასჭირდა. „მერსედესის“ პილოტებს შორის შეჯახება მონრეალის რბოლის დასაწყისშიც მოხდა, თუმცა პილოტებმა გზის გაგრძელოება შეძლეს. ოღონდ, როსბერგმა რამდენიმე ადგილი დაკარგა, ჰამილტონმა კი მეორე ადგილი შეინარჩუნა და სებასტიან ფეტელის დევნა გააგრძელა.

ფეტელმა ბრწყინვალე სტარტი აიღო და ორივე „მერსედესს“ ერთი „ნახტომით“ გაასწრო. როსბერგმა ჰამილტონზე უკეთესი სტარტი აიღო და პირველ მოსახვევში შესვლისას, თანაგუნდელს გვერდში ამოუდგა, თუმცა მომდევნო მოსახვევისთვის უარეს ტრაექტორიაზე აღმოჩნდა. ჰამილტონმა არ დაუთმო და მათი ბოლიდები წინა ბორბლებით ერთმანეთს შეეხო. ბედად, ორივემ შეძლო რბოლის გაგრძელება. თუმცა როსბერგს მოგვიანებით უკანა ბორბალი დაეშვა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა და ჩემპიონატის ლიდერი გამარჯვებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ჰამილტონსა და ფეტელს შორის კი ტაქტიკური ბრძოლა გაჩაღდა. ეს მას შემდგ მოხდა, რაც ტრასაზე ვირტუალური უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, როცა ჯენსონ ბატონს ძრავი დაეწვა. ამ დროს, „ფერარიმ“ თავის პილოტს პიტ სტოპზე უხმო. მაგრამ უსაფრთხოების ვირტუალური მანქანა ერთ წრეში „გათიშეს“ და ტრასაზე დაბრუნების შემდეგ, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს წინ რამდენიმე მეტოქე დახვდა. მოგვიანებით, ჰამილტონმა თავისი ერთადრთი პიტ სტოპი შეასრულა, ფეტელს კი რბოლის მეორე ნახევარში კიდევ ერთხელ მოუწია ბოქსებში ვიზიტმა. მართალია, ორივე პიტ სტოპის შემდგ, ახალი საბურავებით, ის ტრასაზე უსწრაფესი იყო, მაგრამ გასწრებების დროს, საბურავებს ვერ უფრთხილდებოდა, რის გამოც, ახალი რეზინის უპირატესობა სწრაფადვე დაკარგა. ბოლოს მან რამდენიმე შეცდომაც დაუშვა, რამაც ჰამილტონის დაწევაზე ხელი ააღებინა.

კანადის დიდი პრიზი

მონრეალი, დისტანცია 305.270 კმ (4.361 კმ, 70 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:31:05.296
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) +00:05.011
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 00:46.422
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 00:53.020
  5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 01:02.093
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 01:03.017
  7. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 01:03.634
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  12. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1 წრე
  13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 2 წრე
  14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 2 წრე
  15. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 2 წრე
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 2 წრე
  17. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 2 წრე
  18. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 2 წრე
  19. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 2 წრე

გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 35 წრე

გ. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 54 წრე

გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 61 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი - 1:15.599, მე-60 წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი - 116 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 107; 3. სებასტიან ფეტელი - 78; 4. დანიელ რიკიარდო - 72; 5. კიმი რაიკონენი - 69; 6. მაქს ფერსტაპენი - 50; 7. ვალტერი ბოტასი - 44; 8. ფელიპე მასა - 37; 9. სერხიო პერესი - 24; 10. დანილ კვიატი - 22; 11. რომენ გროჟანი - 22; 12. ფერნანდო ალონსო - 18; 13. ნიკო ჰულკენბერგი - 18;

  1. კარლოს საინსი - 18; 15. კევინ მაგნუსენი - 6; 16. ჯენსონ ბატონი - 5; 17. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) - 1...

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 223 ქულა; 2. ფერარი - 147; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 130; 4. უილიამს-მერსედესი - 81; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 42; 6. ტორო როსო-ფერარი - 32; 7. მაკლარენ-ჰონდა - 24; 8. ჰაას-ფერარი - 22; 9. რენო - 6; 10. ზაუბერ-ფერარი - 0; 11. მენორ-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09778