ჭადრაკი

19:23 | 13.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკებმა და ძალოსნებმა მემორანდუმი გააფორმეს

დღეს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჭადრაკისა და ქვეყნის ძალოსნობის ფედერაციებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმო გააფორმეს. მემორანდუმს ხელი ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ და ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონმა, კახი კახიაშვილმა მოაწერეს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "მსოფლიო სპორტი" კახიაშვილს გაესაუბრა.

კახი კახიაშვილი: "რამდენიმე დღეში თბილისი ახალგაზრდებს შორის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც 60 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი გამოვა, ამ ღონისძიებაში ურთიერთთამანშრომლობის მიზნით გაფორმდა ჩვენი და ჭადრაკის ფედერაციის მემორანდუმი.

- რაში გამოიხატება თქვენი თანამშრომლობა?

- მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში გახსნილი გვექნება ქართული სახლი, სადაც რამდენიმე ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. ჭადრაკის ფედერაციის დახმარებით ჩატარდება საჭადრაკო ღონისძიებები. მთავარი კი სოლიდარობაა.

აქვე მინდა დავამატო, რომ თავიდან სპორტში ვარჯიში ჭადრაკით დავიწყე. ამის შემდეგ მრავალი სახეობა გამოვიცვალე და ყველამ კარგად იცით, რომ ძალოსნობით დავასრულე.

0.124255