ავტოსპორტი

4:35 | 13.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის ავარია

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე დღე, კომპაქტის და ტურინგის ერთობლივმა რბოლამ გახსნა. ეს ორი კლასი მართალია დაუბრუნდა ჩემპიონატს, მაგრამ ეს ავტოდრომის მფლობელთან დროებითი შეთანხმების შედეგად მოხდა. რა იქნება შემდგომში, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. იმედია, რუსთავში მათს რბოლებს კვლავაც ვიხილავთ.

პირველი რბოლა პოულიდან დაიწყო თორნიკე კიკნაველიძემ, რომელმაც სტარტიც მოიგო და დაწინაურდა. უკან მიჰყვნენ დიმიტრი ქობულია, გიგა ბიძინაშვილი, ირაკლი კუხიანიძე, კომპაქტის მოქმედი ჩემპიონი ვანო მძელური და ვასიკო ჭონიშვილი. სამწუხაროდ, ბიძინაშვილმა პირველივე წრეზე შეანელა ტემპი და მალე ასპარეზობაც შეწყვიტა.

ლიდრთა ჯგუფს თანდათან გამოეყვნენ კიკნაველიძე და ქობულია და თავიდან სწორედ მათ შორის გაიმართა პირველობისთვის ბრძოლა. თუმცა მალე ლიდერებს კუხიანიძე წამოეწია, რომელიც ქობულიას უკან ხელსაყრელ მომენტს ელოდა. რამდენიმე წრე ასე გაიარეს, შემდეგ ქობულიამ იმარჯვა და დაწინაურდა. კუხიანიძე ამჯერად კიკნაველიძის უკან „მოეწყო“, მას კი მძელური დაეწია, რომელმაც ორიოდ წრის შემდეგ შეძლო მისი ჩამოტოვება და მესამეზე გადაინაცვლა.

ფინიშამდე ორი წრით ადრე, კიკნაველიძემ ქობულიას მეორე S-მოსახვევის წინ შეუტია და დაწინაურდა კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, სწორზე გასვლისთანავე შეანელა ტემპი და მალე გაჩერდა კიდეც. აქედან მოყოლებული, მართალია მძელური ლიდერთან ახლოს იყო, მაგრამ შეტევის შესაძლებლობა აღარ მისცემია. ქობულიამ გაიმარჯვა, მძელური მეორე ადგილს დასჯერდა, მესამეზე კი კუხიანიძე გავიდა. ტურინგის კლასში გამარჯვება არჩილ ბიძინაშვილმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილებზე კი იური მანგასაროვი და რეზო ბიწაძე გავიდნენ.

ძალიან საინტერესო გამოდგა ლეჯენდსის მეორე რბოლა. წინ დღისგან განსხვავებით, გამარჯვებისთვის ბრძლაში დავით კაკაბაძეც ჩაება, რომელსაც პირველ რბოლაში ამის საშუალება ტექნიკის გაუმართაობამ არ მისცა. სტარტზე კი ისევ არჩილ ბიძინაშვილი და ჰარალდ შლეგელმილხი დაწინაურდნენ, რომლებმაც პირველივე წრეზე რამდენჯერმე „გაცვალეს“ ლიდერის პოზიცია.

მესამე წრეზე ლატვიელს აფხაზავამ გაასწრო, მეორე S-ში კი არჯევანიძემაც უკან მოიტოვა. მაგრამ სტარტ-ფინიშის სწორის ბოლოს, შლეგელმილხმა ისევ მეორეზე გადაინაცვლა. ლიდერთა ჯგუფის უკან, ბრძოლა თანაგუნდელებს - ბეჟიტაშვილს და კაკაბაძეს ჰქონდათ, რომლებსაც რამდენჯერმე წინ წაწევის შანსიც ჰქონდათ. კიდვ ორი წრე და ლატვიელი პილოტი თითქოს ლიდერებს ჩამორჩა. ბიძინაშვილს კი ბეჟიტაშვილმა და კაკაბაძემ შეუტიეს. მეორე S-ში შესვლამდე, ბეჟიტაშვილს გასწრების შანსი გაუჩნდა, მაგრამ ლიდერმა მისი გამოყენების საშუალება არ მისცა. შემდგ წრეზე ბეჟიტაშვილი ჩამორჩა, მეორეზე კი კაკაბაძემ გადაინაცვლა. ლიდრთა ჯგუფიც გაიწელა.

კაკაბაძემ ლიდერს მეორე S-ის წინ შეუტია, მაგრამ ამაოდ. შემდგ წრეზე, ლიდრთა ჯგუფში ისევ შლეგელმილხი გააქტიურდა, რომელმაც ჯერ აფხაზავას გაასწრო, შემდეგ კი კაკაბაძესაც და ისევ ბიძინაშვილს დაედევნა. ლიდერებს დანარჩენებიც მიუახლოვდნენ და ერთმანეთზე „ჩაბმულებმა“ თითქმის ერთი წრე განვლეს. 180-გრადუსიან მოსახვევში ლიდერს ერთდროულად გაასწრეს შლეგელმილხმა და კაკაბაძემ. ლატვიელი დაწინაურდა. მეორე S-დან გამოსასვლელში, მას ერთბაშად სამმა - კაკაბაძემ, ბიძინაშვილმა და ბეჟიტაშვილმა შეუტია. ახლოს იყო აფხაზავაც. მაგრამ ლატვიელმა პოზიცია დაიცვა და სტარტ-ფინიშის სწორის ბოლოს, უპირატესობაც გაზარდა. მეორეზე კი ბიძინაშვილმა გადაინაცვლა.

მეორე S-დან გამოსასვლელში, ბიძინაშვილმა და კაკაბაძემ ლიდერს ისევ შეუტიეს. ეს შეტევა ფინიშამდე გაგრძელდა და საბოლოოდ, ფინიშის ხაზი პირველმ კაკაბაძემ გადაკვეთა, რომელსაც 0.029 და 0.059 წამით შლეგელმილხი და ბიძინაშვილი მიჰყვნენ. და სწორედ ამ დროს მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - შლეგელმილხის და ბიძინაშვილის მანქანები ერთმანეთს შეეხნენ. მაღალ სიჩქარეზე (160-180 კმ/სთ) ესეც საკმარისი გახდა იმისათვის, რომ პილოტებს მართვა დაეკარგათ. ორივე მოწყდა გზას და კედელს დაეჯახა. ლატვიელი იოლად გადარჩა, ბიძინაშვილს კი არ გაუმართლა - მისი მანქანა კედელს გვერდულად დაეჯახა. არჩილისთვის ავარია ფეხის და ნეკნების მოტეხილობით დასრულდა. დაჯილდოებისას კი მისი ჯილდ კვარცხლბეკზე თანაგუნდელ გოგა არჯევანიძეს გადაეცა.

კომპაქტის და ტურინგის მეორე რბოლაც თითქმის ანალოგიური სცენარით დაიწყო. ოღონდ, ამჯერად ქობულია დაწინაურდა და მას კვალში კიკნაველიძე ჩაუდგა. მეორე წრის ბოლო მოსახვევში, კიკნაველიძე შეცდა და კუხიანიძემ გასწრების შანსი კარგად გამოიყენა. მართალია, სტარტ-ფინიშის სწორის ბოლოს, კიკნაველიძემ შეძლო მეორე პოზიციის დაბრუნება, მაგრამ მალე ის ისევ დაკარგა და ამჯერად კუხიანიძის გარდა, მას ვასიკო ჭონიშვილმაც გაასწრო. პირველ მოსახვევში კიკნაველიძემ საკმაოდ აგრესიული მანევრით, მოახერხა მესამე პოზიციაზე გადანაცვლება. იმავე წრის ბოლოს, სტარტ-ფინიშის სწორზე, მან კუხიანიძესაც შეუტია, მაგრამ მეტისმეტად გვიან დაამუხრუჭა და გზას ასცდა.

ამასობაში, ქობულიამ ყველა მდევარი კარგა შორს მოიტოვა და სოლიდური ჰანდიკაპით, ისევ პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. სამწუხაროდ, კიკნაველიძემ ვერც ამჯერად შეძლო რბოლის დასრულება. მეორე და მესამე ადგილები კუხიანიძემ და ჭონიშვილმა დაიკავეს. ტურინგის კლასში ამჯერად მანგასაროვი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, მეორე და მესამე ადგილები კი რუსლან გაბლაიას და რეზ ბიწაძეს ერგოთ.

ლეჯენდსი, 1-ლი რბოლა (10 წრე)

  1. ჰარალდ შლეგელმილხი (ლატვია) 20:02.489
  2. გოგა არჯევანიძე 0.109
  3. გიორგი ბეჟიტაშვილი 0.174
  4. დავით კაკაბაძე 7.577
  5. ირაკლი ჩხეიძე 7.718
  6. ჯანკატ ჰურმოგლუ (გერმანია) 24.552
  7. არჩილ ბიძინაშვილი 29.920
  8. ვლადმერ თაბაგარი 36.987

გ. შოთა აფხაზავა 7 წრე

ფორმულა ალფა (10 წრე)

  1. ჰარალდ შლეგელმილხი (ლატვია) 18:08.895
  2. დათა ქაჯაია 7.869
  3. შაკო ციხელაშვილი 8.840
  4. ლაშა ნადირაშვილი 16.252
  5. სანდრო თავართქილაძე 20.022
  6. დავით რამიშვილი 32.896
  7. შოთა აფხაზავა 45.453

გ. თორნიკე კიკნაველიძე 9 წრე

კომპაქტი, ტურინგი (ბეემვე, ჰონდა), 1-ლი რბოლა (10 წრე)

  1. დიმიტრი ქობულია (ბეემვე) 21:16.053
  2. ვანო მძელური (ბეემვე) 0.990
  3. ირაკლი კუხიანიძე (ბეემვე) 1.259
  4. ვასიკო ჭონიშვილი (ბეემვე) 2.826
  5. ირაკლი კაკაურიძე (ბეემვე) 13.460
  6. ირაკლი ვადაკარია (ბეემვე) 20.209
  7. გიორგი ბაინდურაშვილი (ბეემვე) 22.124
  8. სანდრო ლომაძე (ბეემვე) 22.351
  9. მიხა თამასიძე (ბეემვე) 26.518
  10. ჰარალდ შლეგელმილხი (ბეემვე) 27.369
  11. არჩილ ბიძინაშვილი (ჰონდა) 28.330
  12. იური მანგასაროვი (ჰონდა) 30.917
  13. ლევან კვინიკაძე (ბეემვე) 38.694
  14. რეზო ბიწაძე (ჰონდა) 39.125
  15. კონსტანტინე კოლიაშვილი (ბეემვე) 42.659
  16. შოთა აფხაზავა (ბეემვე) 1 წრე
  17. თორნიკე კიკნაველიძე (ბეემვე) 2 წრე
  18. ჯანკატ ჰურმოგლუ (ბეემვე) 3 წრე
  19. რუსლან გაბლაია (ჰონდა) 4 წრე
  20. გოგა გელაშვილი (ჰონდა) 5 წრე
  21. გიგა ბიძინაშვილი (ჰონდა) 9 წრე

ლეჯენდსი, მე-2 რბოლა (10 წრე)

  1. დავით კაკაბაძე 20:16.932
  2. ჰარალდ შლეგელმილხი (ლატვია) 0.029
  3. არჩილ ბიძინაშვილი 0.059
  4. გიორგი ბეჟიტაშვილი 1.061
  5. შოთა აფხაზავა 1.133
  6. გოგა არჯევანიძე 8.215
  7. უშო ნანავა 18.132
  8. ჯანკატ ჰურმოგლუ 30.056
  9. ვლადიმერ თაბაგარი 56.289

გ. ირაკლი ჩხეიძე 3 წრე

კომპაქტი, ტურინგი (ბეემვე, ჰონდა), მე-2 რბოლა (10 წრე)

  1. დიმიტრი ქობულია (ბეემვე) 21:34.251
  2. ირაკლი კუხიანიძე (ბეემვე) 4.203
  3. ვასიკო ჭონიშვილი (ბეემვე) 5.148
  4. სანდრო ლომაძე (ბეემვე) 13.806
  5. ჯანკატ ჰურმოგლუ (ბეემვე) 18.046
  6. ვანო მძელური (ბეემვე) 20.188
  7. კონსტანტინე კოლიაშვილი (ბეემვე) 31.658
  8. ირაკლი ვადაკარია (ბეემვე) 45.421
  9. გიორგი ბაინდურაშვილი (ბეემვე) 46.856
  10. იური მანგასაროვი (ჰონდა) 2:04.728
  11. რუსლან გაბლაია (ჰონდა) 1 წრე

გ. ლევან კვინიკაძე (ბეემვე) 2 წრე

გ. თორნიკე კიკნაველიძე (ბეემვე) 4 წრე

გ. რეზო ბიწაძე (ჰონდა) 4 წრე

გ. თენგიზ ჩუბინიძე (ბეემვე) 5 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092554