ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰალეში დაწყებული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 826 275 ევრო) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.
ბასილაშვილი კვალიფიკაციაში მე-8 ნომრად იყო განთესილი, მაგრამ პირველივე შეხვედრა წააგო. ნიკოლოზი იაპონელ იუიჩი სუგიტას გაეჯიბრა და 3:6, 1:6 დამარცხდა.