ფეხბურთი

15:28 | 12.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

„კოკა-კოლას თასი 2016“-ის თბილისის ფინალი

11 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გოგონათა შორის „კოკა-კოლას თასი 2016“-ის თბილისის ფინალი გაიმართა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის 158-ე და 149-ე სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი 158-ე სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

გამარჯვებული გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და უეფასა და ფიფას ქალთა ფეხბურთის კოორდინატორმა პრისცილა სალაზარ-იანსენსმა დააჯილდოვეს.

მთელი საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გოგონათა 12 გუნდი 20 ივნისს კვარიათში გაემგზავრება, სადაც ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173721