ავტოსპორტი

3:13 | 12.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის მეხუთე კანადური პოული

ლუის ჰამილტონს კანადის დიდი პრიზი ოთხჯერ აქვს მოგებული და დღეს მას პოულიდან მეხუთედ დაიწყებს! ამის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც საკვალიფიკაციო რბოლაში, სულ რაღაც, 0.062 წამით აჯობა ჩემპიონატის ლიდერ თანაგუნდელ ნიკო როსბერგს.

მიმდინარე ჩემპიონატის 21 რბოლიდან ჯერ მხოლოდ ექვსია გამართული და როსბერგი ჰამილტონს 24 ქულას უგებს. ეს კი ნიშნავს, რომ თუ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი მოიგებს და როსბერგი ქულას ვერ აიღებს, ლიდერი შეიცვლება. თუმცა „მერსედესის“ პილოტისთვის რბოლის უქულოდ დასრულება იშვიათი და „ძნელი“ საქმეა.

სხვათა შორის, მონრეალის ტრეკზე ჰამილტონმა ფ1-ში თავისი პირველი პოული მოიპოვა (2007 წელს). როსბერგი კი ზედიზედ მე-13 რბოლას დაიწყებს წინა რიგიდან. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ ორივეს გამარჯვება გარანტირებული აქვს - „ფერარის“ სებასტიან ფეტელი ჰამილტონს მხოლოდ 0.178 წამით ჩამორჩა და ისიც იმიტომ, რომ მცირე შეცდომა დაუშვა, რის გამოც, თავის მექანიკოსებს რბოლის ბოლოს რადიოთი მოუბოდიშა.

თუმცა, ჰამილტონმაც აღიარა, რომ მისი პოულის წრე არ იყო საუკეთესო - უფრო მეტიც შეეძლო. პრაქტიკებზე უფრო სწრაფი ვიყავიო, - განაცხადა ბრიტანელმა, ვინც კარიერაში 53-ე პოულ პოზიცია მოიპოვა.

მომდევნო ორ ადგილზე „რედ ბულის“ დანიელ რიკიარდო და მაქს ფერსტაპენი დადგებიან. მათ ბოლიდებზე „რენოს“ განახლებული აგრეგატი დგას, რაც ხარებს უფრო ბრძოლისუნარიან ძალად აქცევს. მხოლოდ მეექვსეა კიმი რაიკონენი, რომელმაც ვერაფრით დაამუღამა მე-10 მოსახვევი.

კანადის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:12.812
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:12.874
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:12.990
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:13.166
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:13.414
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:13.579
  7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:13.670
  8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:13.769
  9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:13.952
  10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:14.338

- - - - - - - - - -

  1. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:14.317
  2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:14.437
  3. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:14.457
  4. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:14.571
  5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:14.803
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:21.956

- - - - - - - - - -

  1. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:15.459
  2. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:15.599
  3. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:15.635
  4. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:16.663
  5. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:17.052
  6. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) დროის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161312