ჩოგბურთი

23:44 | 11.06.2016 | ნანახია 2096 - ჯერ

კალაშნიკოვამ ჰერტოგენბოშის ტურნირი მოიგო

ქართველმა და ყაზახმა ჩოგბურთელებმა ოქსანა კალაშნიკოვამ და იაროსლავა შვედოვამ ჰოლანდიის ქალაქ ჰერტოგენბოშში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) მოგება მოახერხეს.

კალაშნიკოვა და შვედოვა პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი და ფავორიტის სტატუსი გაამართლეს. გადამწყვეტ მატჩში ოქსანამ და იაროსლავამ მე-4 რეიტინგის მქონე შვეიცარიულ-სერბულ დუეტს (ქსენია ნოლი-ალეკსანდრა კრუნიჩი) იოლად სძლიეს – 6:1, 6:1.

ამ წარმატების წყალობით, კალაშნიკოვამ და შვედოვამ 280-280 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს და ცხადია, კლასიფიკაციაში წინსვლა ელით. ამ დროისთვის, ოქსანა 1585 ქულით წყვილთა შორის მსოფლიოს 50-ე ჩოგანია.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:23 | 03.08.2016
BATIGOLI 9. (4375)

ხესე ყოველთვის კარგად ერთვება ხოლმე თამაშში,ვფიქრობ საჩირო კაცია რეალისთვის

14:55 | 03.08.2016
deqstera_best_7 (1964)

silva
skysports იმდენი ყავს იუნაიტედში გადმოყვანილი ყველა რო გვეყიდა ეხლა ლიგაზე გასვლაზე კი არა მოგებაზე ვიფიქრებდიტ

მაგრამ ჩემი აზრით სიტი უნდა ყიდულობდეს ნიჭიერ ახალგაზრდებს მაგრამ ეს არიქნება საკმარისი იმისთვის რაც მიზნად რეალურად უნდა დაისახოს

15:46 | 03.08.2016
silva (3725)

გუშინ მეკამათებოდი, რომ მანჩესტერს უკეთესი ახალგაზრდობა ეზრდებაო და ჩამოთვალე რაშფორდი, იანუზაი, დე პაი, შოუ, მარტიალი მეტი აღარ მახსოვს სხვა ვინ გყავთ. მე პირიქით გიმტკიცებ რომ სიტის ბევრად მაგარი ბიჭები ეზრდება იანაჩოს სანეს გაბრიელ ხესუსი მორენოს სტერლინგის სტოუნსის (რომელსაც აუცილებლად იყიდიან) ზიჩენკოს და სხვა აკადემიის ფეხბურთელების სახით რომელთა გვარებიც დღეს ბევრს არ ნიშნავს. შენი ჩამოთვლილი სახელებიდან ერთი მარტიალი ითამაშებს მოუს ხელში დამიჯერე და ეგ შოუ ცოტა ფორმაში ჩადგეს გასიებული რომ არის ღორივით თორემ კარგი დღე არც მაგას დაადგება. რაც მთავარია ჩვენ უკვე ვნახეთ დე პაის რაც შეუძლია ასევე იანუზ და ეგენი თუ არის თქვენი მომავალი ღმერთმა შეგარგოთ))))აი სიტის ახალგაზრდობას ახლა ვნახავთ ხოლო კელიჩს და სტერლინგს რაც შეუძლიათ კი ვიცით

14:20 | 03.08.2016
silva (3725)

ეს იმ ხალხისთვის ვინც მეუბნებოდა საიდან მოიტანე გაბრიელ ხესუსი სიტიში რომ გადადისო!!!stripslashes((strlen('http://www.skysports.com/football/news/11679/10521129/manchester-city-to-sign-gabriel-jesus-from-palmeiras')>0?' http://www.skysports.com/football/news/11679/10521129/manchester-city-to-sign-gabriel-jesus-from-palmeiras':' http://www.skysports.com/football/news/11679/10521129/manchester-city-to-sign-gabriel-jesus-from-palmeiras'))

13:29 | 03.08.2016
მადრიდისტა (17021)

ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა რეალის მხრიდან

0.082763
2096