ორშაბათს 13 ივნისს 14:00 საათზე სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვეჯგუფებისა და კალენდრის წილისყრა გაიმართება.
გუნდების ქვეჯგუფებში გადანაწილება წინა სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით მოხდება. მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, ისევე როგორც მესამე და მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მეშვიდე და მერვე და ა.შ. ადგილოსნები განითესებიან სხვადასხვა ჯგუფში. ამასთანავე წილისყრისას გუნდები თავად აირჩევენ, როგორც ქვეჯგუფს, ისე საკუთარ ნომერს კალენდარში.
16:00 საათზე იგივე პროცედურით ჩატარდება წილისყრა პირველ ლიგაშიც, სადაც ქვეჯგუფებში 9-9 გუნდი იქნება.
სფფ-ის პრესსამსახური