ფეხბურთი

20:52 | 11.06.2016 | ნანახია NaN - ჯერ

“სევილიამ" გაძლიერება დაიწყო

“სევილიამ” მომავალი სეზონისთვის გაძლიერებაზე დაიწყო ზრუნვა და უკანასკნელი 48 საათის განმალობაში ორი ტრანსფერი გაჩარხა. ანდალუსიელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “დალაქების” ღირსებას პაბლო სარაბია და ჰიროში კიოტაკე დაიცავენ.

კიოტაკემ ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო “ჰანოვერმა” მის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო მიიღო.

იაპონელი მოთამაშის მსგავსად, სარაბიაც ოთხი სეზონი დარჩება “სანჩეს პისხუანზე”. 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “ხეტაფემ” მხოლოდ 1 მილიონი ევრო გამოიმუშავა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:23 | 04.05.2021
welder (1068)

მჭედლიძე არ ბრუნდება?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.067726