ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეოთხე მატჩში “კლივლენ კავალიერსი” შინ “გოლდენ სტეიტთან” 97:108 დამარცხდა და ანგარიში 1:3 გახდა. “ოქროს შტატელებს” საჩემპიონო ბეჭდებამდე ერთი მოგებაღა აშორებთ. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 29:20 მოიგეს. განვლილ სამ თამაშში პასიურობის შემდეგ სტეფ კარიმ გუნდს ულიდერა და 38 ქულა ჩააგდო. კარიმ 13-დან 7 სამქულიანი, 12-დან 4 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო სროლა ჩააგდო. ასევე წინა შეხვედრებიდან განსხვავებით უკეთესი თამაში აჩვენა კლეი ტომპსონმა - 25 ქულა. ირვინგს 34 ქულა, ჰქონდა, ხოლო ლებრონს 25.
სერიის მეხუთე შეხვედრა ოკლენდში 14 ივნისს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
“კლივლენდი” – “გოლდენ სტეიტი” 97:108 (28:29, 27:21, 22:29, 20:29)
https://www.youtube.com/watch?v=cs4FZWcQawQ