კანადის დიდი პრიზის პირველ ორ თავისუფალ პრაქტიკაზე ლუის ჰამილტონი ყველაზე სწრაფი იყო. ორივე პრაქტიკის ჯამში, მისი საუკეთესო დრო წუთი და 14.212 წამი იყო, რომელიც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა მეორე სესიაზე დააფიქსირა. ბრიტანელ პილოტს კანადური რბოლა ოთხჯერ აქვს მოგებული. მის მთავარ მეტოქესა და თანაგუნდელს, ჩემპიონატის ლიდერ ნიკო როსბერგს კი მონრეალში ერთხელაც არ მოუგია, თუმცა წინა ორი რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა.
პირველ სესიაზე როსბერგს მეორე დრო ჰქონდა, თუმცა საღამოს „მერსედესის“ ორ პილოტს შორის სებასტიან ფეტელი ჩადგა. ცნობისათვის, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის ბოლიდის ძალური დანადგარი ახალი ტურბინით არის აღჭურვილი. ის ჰამილტონს 0.257 წამით ჩამორჩა. ფეტელი არ მალავს, რომ მონრეალში „ფერარისთვის“ პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად ბრძოლას აპირებს.
შესაშური სტაბილურობა გამოავლინა მაქს ფერსტაპენმა, ვისაც ბარსელონაში გამარჯვების შემდეგ, მონაკოში ორი ავარია მოუვიდა. ორივე სესიაზე მან თანაგუნდელ დანიელ რიკიარდოოს აჯობა. ესპანური ეტაპიდან მოყოლებული, „რედ ბული“ „რენოს“ ახალ ძრავს იყენებს, რაც მისი პილოტების შედეგებს აშკარად დაეტყო. კანადური ეტაპი პირველი ჩქაროსნული ეტაპია, რომელზეც ხარები ახალი ძრავით იასპარეზებენ და მათ იმედი აქვთ, რომ სამქიმიანებთან რეალურ კონკურენციას შეძლებენ.
პირველ სესიაზე ავარია მოუვიდა ფელიპე მასას, რომელსაც DRS სისტემამ უმტყუნა და ამის გამო, საჭის დამორჩილება ვერ შეძლო. თუმცა მეორე სესიისთვის „უილიამსმა“ შეძლო მანქანის მომართვა.
კანადის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:14.755
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:15.086
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:15.243
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:15.553
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:15.618
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:16.301
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:16.464
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:16.543
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:16.577
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:16.663
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:16.734
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:16.788
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:17.008
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:17.065
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:17.310
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:17.319
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:17.855
- რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:18.103
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:18.129
- კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:18.409
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:18.453
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:18.583
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:14.212
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:14.469
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:14.738
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:15.156
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:15.168
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:15.213
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.213
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:15.234
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:15.321
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:15.410
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:15.450
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:15.493
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:15.513
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:15.559
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:16.093
- კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:16.255
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:16.582
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:16.591
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:16.902
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:17.001
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:17.023
- რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:17.423







