ჭადრაკი

0:56 | 11.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

პარიზში საჭადრაკო ელიტა შეიკრიბა

საფრანგეთის დედაქალაქში დაიწყო გრან-პრის სერიის პირველი ეტაპი სწრაფ ჭადრაკში, რომელიც წელს მეორედ ტარდება. ამ ეტაპს პარიზი 9-12 ივნისს უმასპინძლებს. ამის შემდეგ მოჭადრაკეები ბრიუსელსა და ლუვენში(ორივე ბელგია) გადაინაცვლებენ, სადაც15-21 ივნისს ტარდება შეხვედრები სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში, ხოლო კლასიკამიმდინარე წელს სენტ-ლუისში (აშშ) აგვისტოში და დეკემბერში ლონდონში (ინგლისი) გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენის ჩათვლით პარიზში თითქმის მთელი საჭადრაკო ელიტა შეიკრიბა

ესენი არიან:

1.მაგნუს კარლსენი (რაპიდ-რეიტინგი 2878)

2.ჰიკარუ ნაკამურა (2846)

3.ფაბიანო კარუანა ( 2829 )

4.ვლადიმერ კრამნიკი;( 2799)

5.მაქსიმვაშიე-ლაგრავი (2784)

6.ვესელინ ტოპალოვი (2771)

7.ლევონ არონიანი (2739)

8.ანიშ გირი (2738)

9.ლორან ფრესინე (2695)

10.უესლი სო (2652).

9 და 10ივნისს ერთ წრედ ტარდება შეხვედრები რაპიდში, ხოლო 11 და 12 ივნისს ორ წრედ ბლიცში გაიმართება. როგორც ტურნირი, ასევე მთელისერიაგარი კასპაროვის პატრონაჟითმიმდინარეობს.

0.114385