ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც ყაზახ დმიტრი პოპკოსთან გახლავთ შეამხანაგებული, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) ფინალში გავიდა.
მეტრეველმა და პოპკომ ნახევარფინალში ესპანელ დავიდ პერეზ სანზს და ინდოელ რამკუმარ რამანატანს 3:6, 6:3, 10:7 სძლიეს, რისი წყალობითაც 60-60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.
ფინალში ქართველი და ყაზახი ჩოგბურთელები არგენტინელ ფაკუნდო არგუელოს და ვენესუელელ რობერტო მაიტინს ეთამაშებიან და გამარჯვების შემთხვევაში, 100-100 ქულას მიიღებენ.