ჩოგბურთი

23:41 | 10.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ფინალშია!

ქართველმა და ყაზახმა ჩოგბურთელებმა ოქსანა კალაშნიკოვამ და იაროსლავა შვედოვამ ჰოლანდიის ქალაქ ჰერტოგენბოშში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

კალაშნიკოვამ და შვედოვამ, რომელთაც Ricoh Open-ზე პირველი განთესვა გააჩნიათ, ნახევარფინალში რუს ალექსანდრა პანოვას და შვეიცარიელ ამრა სადიკოვიჩს 6:1, 6:3 სძლიეს, რისი წყალობითაც 180-180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც 11 ივნისს გახლავთ დაგეგმილი, ქართველი და ყაზახი ჩოგბურთელები მე-4 რეიტინგით მოთამაშე შვეიცარიულ-სერბულ დუეტს (ქსენია ნოლი-ალეკსანდრა კრუნიჩი) დაუპირისპირდებიან.

0.117173