ჭადრაკი

22:54 | 10.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გრანდების XI შეხვედრას მოსკოვი მასპინძლობს

დღეს მოსკოვში გაიხსნა XI ტრადიციული საჭადრაკო მატჩი ორ გრანდს რუსეთისა და ჩინეთის ნაკრებ გუნდებს შორის. თითოეული გუნდი 10 მოჭადრაკისაგან - 5 ქალისა და ამდენივე კაცისაგან შედგება. მატჩში ხუთი შეხვედრაა დაგეგმილი, რომლებიც 11- 15 ივნისს გაიმართება. სხვადასხვა სისტემით ჩატარებული 10 შეხვედრის შემდეგ ანგარიშია 5 – 5. XI შეხვედრა შვენინგენის სისტემით გაიმართება..

რუსეთი

ქალები: ვალენტინა გუნინა, ნატალია პოგონინა, ანასტასია ბოდნარუკი, ალექსანდრა გარიაჩკინა, ეკატერინა ლაგნო.

კაცები: იან ნეპომნიაშჩი, დმიტრი იაკოვენკო, დანილ დუბოვი, დმიტრი ანდრეიკინი, მაქსიმ მეტლაკოვი.

ჩინეთი:

კაცები: იუე ვანი, იან იუი, შანლეი ლუ, იან ბენი, ცზიან ჩაო

ქალები: ჩჟუნ ტანი, იან შენი, ცი გო, ისინ დინი, ტინცზე ლეი.

0.116725