მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი მეკარის დავიდ დე ხეას გადაბირებას აღარ აპირებს. ესპანელი გასულ ზაფხულში “სამეფო კლუბს” თითქმის შეუერთდა.
“მარკას” ცნობით, “რეალის” მენეჯმენტი გუნდის მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის აზრს დაეყრდნო, რომელიც მადრიდელთა ამჟამინდელი მეკარის კეილორ ნავასის თამაშით კმაყოფილია. აქედან გამომდინარე, “სამეფო კლუბი” დე ხეას შეძენას აღარ აპირებს.
დე ხეა “მანჩესტერის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს.