ჩოგბურთი

23:58 | 10.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი შარაპოვას დისკვალიფიკაციას მხარს უჭერს

დიდი სლემის 5-გზის ჩემპიონის, რუსი მარია შარაპოვას აკრძალული პრეპარატის მელდონიუმის მიღების გამო ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასჯის ფაქტს, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი გამოეხმაურა და დოპინგის მიმართ “ნულოვანი ტოლერანტობა” დააფიქსირა.

“მე მხოლოდ სათაურებით ვიცი ამ ამბის შესახებ. რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება რომ იბრძოლოს, თუმცა დოპინგის მიმართ ყველა ვარიანტში “ნულოვანი ტოლერანტობა” მაქვს. არ აქვს მნიშვნელობა შეგნებულად იღებდი თუ შეუგნებლად, ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა აიღო. უნდა იყოს სასჯელი, რადგან შეშინდნენ ის ადამიანები, ვინც ჩვენს მოტყუებას ცდილობენ”- ფედერერის სიტყვებს France24.com-ი ავრცელებს.

0.114512