საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 10 ივნისს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ სფფ-ს ახალი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.
აღმასკომმა ამ თანამდებობაზე ალექსანდრე იაშვილი დაამტკიცა. ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების მიმართულებით იმუშავებს.
სფფ-ს პრესსამსახური