კალათბურთი

23:16 | 10.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარი:“მეოთხე შეხვედრაში უფრო აგრესიული ვიქნები”

“გოლდენ სტეიტის” ლიდერმა სტეფ კარიმ ფინალური სერიის მეოთხე მატჩის წინ განაცხადა, რომ ის თამაშის დროს ბევრად აგრესიული იქნება.

“ბოლო მატჩში პრობლემა მქონდა. ბევრი შეცდომა დავუშვი, ნაკლებად აგრესიული ვიყავი. რა იყო ამის მიზეზი არ ვიცი, მაგრამ მეოთხე შეხვედრაში ყველაფერი სხვანაირად იქნება”- განაცხადა კარიმ.

ნბა-ს ფინალში “გოლდენ სტეიტი” კლივლენდს” 2:1-ს ამარცხებს. მეოთხე შეხვედრა კლივლენდში 11 ივნისს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

0.116255