ჩოგბურთი

16:02 | 10.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი მოსკოვის ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებს

ქართველი ალექსანდრე მეტრეველის და ყაზახი დმიტრი პოპკოს წყვილი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გავიდა.

მეტრეველმა და პოპკომ პირველ წრეში მე-4 განთესვის მქონე რუსულ-ბელარუსულ დუეტს (დენის მაცუკევიჩი-ანდრეი ვასილევსკი) 6:4, 7:6 (8:6) სძლიეს, მეოთხედფინალში კი რუსი ალექსანდრ იგოშინი და არგენტინელი ტომას ლიპოვსეკ პუჩესი 7:5, 6:4 დაამარცხეს.

ქართველმა და ყაზახმა ჩოგბურთელებმა 35-35 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს, ფინალში გასვლის შემთხვევაში კი მარაგს 60-60 ქულით გაიმდიდრებენ. ნახევარფინალში მეტრეველი და პოპკო ესპანელ დავიდ პერეზ სანზს და ინდოელ რამკუმარ რამანატანს გაეჯიბრებიან.

ისიც ვთქვათ, რომ ფინალში გასულო 1 წყვილის ვინაობა უკვე ცნობილია. გადამწყვეტ მატჩში არგენტინელი ფაკუნდო არგუელო და ვენესუელელი რობერტო მაიტინი ითამაშებენ.

0.121565