შვედმა შემტევმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ქალაქ მანჩესტერში სახლი იყიდა, აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა და კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი სახლის ყიდვაა, რაც შესრულდა.
შეგახსენებთ, ზლატანმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ინგლისიდან კონკრეტული წინადადება აქვს.
იბრაჰიმოვიჩი “მალმიოში”, “აიაქსში”, “იუვენტუსში”, “ინტერში”, ბარსელონაში”, “მილანში” და ბოლოს პსჟ-ში თამაშობდა.