ავტოსპორტი

2:38 | 10.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ფ1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტია

ამერიკულ ბიზნეს გამოცემა „ფორბსის“ ინფორმაციით, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ბრიტანელი ლუის ჰამილტონი, თანამედროვე ფორმულა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მრბოლია.

„ფორბსის“ მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში, ჰამილტონმა ხელფასის და სარეკლამო ჰონორარების სახით, ჯამში 46 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხით, მსოფლიოს სპორტსმენებს შორის, „მერსედესის“ პილოტს მე-11 ადგილი უკავია.

შემოსავლების მხრივ, ფ1-ის პილოტებს შორის მეორე ადგილი სებასტიან ფეტელს უკავია, რომელმაც 41 მილიონი დოლარი მიიღო და ამით სპორტსმენთა საერთო სიაში მე-19 ადგილზე იმყოფება. ფ1-ში მესამე ადგილზე ფერნანდო ალონსოა, რომელსაც „მაკლარენმა“ (და სპონსორებმა) მისთვის ყველაზე ცუდ სეზონში, 36.5 მილიონი დოლარი გადაუხადა. საერთო სიაში ალონსო 24-ე ადგილზეა.

ფ1-ის მეოთხე პილოტი, რომელიც ასეულში მოხვდა, არის ნიკო როსბერგი. მან 21 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ამით 98-ე ადგილზეა. ასეულში კიდევ ორი ავტომრბოლი მოხვდა. ესენი არიან ნასქარ-ის პილოტები, დეილ ერნჰარდტ უმცროსი (23.5 მილიონი დოლარი და 71-ე ადგილი) და ჯიმი ჯონსონი (22.200 მილიონი დოლარი და 82-ე ადგილი).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165387