ფეხბურთი

1:47 | 10.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

PRO-ლიცენზიის კურსი დასრულდა

9 ივნისს PRO-ლიცენზიის კურსი დასრულდა, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა და მწვრთნელთა განათლების ყველაზე მაღალ საფეხურს წარმოადგენს. PRO-ლიცენზიის კურსი უეფას უშუალო ხელმძღვანელობით წარიმართა.

კურსის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან უეფას 7 ინსტრუქტორი ეწვია, მათ შორის: გერმანიიდან, ბელგიიდან, შვეიცარიიდან, ჰოლანდიიდან და იტალიიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩატარებული მწვრთნელთა განათლების პროგრამამ უეფას წარმომადგენლების მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ლიცენზიების გადაცემის ცერემონია მიხეილ მესხის სტადიონის მედია-ცენტრში გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები და ლიცენზიები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და მწვრთნელთა განათლების დირექტორმა გაიოზ დარსაძემ გადასცეს.

ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდნენ უეფას საგანმანათლებლო სამსახურის ხელმძღვანელი ფრენკ ლუდოლფი და პროლიცენზიის კურსის კურატორი დენი რაიზერი. უეფას წარმომადგენლებმა ლიცენზირებულ მწვრთნელებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

სფფ-ის პრესსამსახური

0.171374