ქართველმა და ყაზახმა ჩოგბურთელებმა ოქსანა კალაშნიკოვამ და იაროსლავა შვედოვამ ჰოლანდიურ ჰერტოგენბოშში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გააღწიეს.
Ricoh Open-ის მეოთხედფინალში კალაშნიკოვა და შვედოვა ჩეხ ჩოგბურთელებს – ლენკა კუნჩიკოვას და კაროლინა სტუხლას გაეჯიბრნენ და დაძაბულ შეხვედრაში 7:6 (7:2), 2:6, 10:7 სძლიეს.
ამ წარმატების წყალობით, ოქსანამ და იაროსლავამ 110-110 სარეიტინგო ქულა მიიღეს, ფინალის საგზურისთვის რუს ალექსანდრე პანოვას და შვეიცარიელ ამრა სადიკოვიჩს გაეჯიბრებიან.
ისიც ვთქვათ, რომ ფინალში გასული წყვილის წქარმომადგენლები 180-180 ქულას მიიღებს, ჰერტოგენბოშში გამარჯვება კი 280 ქულას იძლევა.