ფეხბურთი

22:25 | 9.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ნათანი "ვიტესში" დააბრუნა

ბრაზილიელი ნახევარმცველი ნათანი 2016/17 წლების სეზონში კვლავ "ვიტესში" ითამაშებს. როგორც ლონდონის "ჩელსის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 20 წლის მოთამაშე კლუბმა კვლავ ჰოლანდიურ გუნდში ერთი წლით გაანათხოვრა.

ნათანი ინგლისელებმა "ატლეტიკო პარანაენსედან" 2015 წლის ზაფხულში იყიდა და ჰოლანდიურ კლუბში იჯარით გაუშვა. ქართველი ლეგიონერების ვაკო ყაზაიშვილის და გურამ კაშიას "ვიტესში" ნათანმა 19 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.

0.117067