ფეხბურთი

22:40 | 9.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

დეფომ "სანდერლენდთან" გაახანგრძლივა

33 წლის თავდამსხმელმა ჯერმეინ დეფომ "სანდერლენდთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2019 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ფეხბურთელი "შავ კატებს" 2015 წლის იანვარში შეუერთდა. გასულ სეზონში ინგლისელმა "სანდერლენდის" მაისურით პრემიერლიგაში 33 მატჩში 15 გოლი გაიტანა და გუნდს ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.

0.111226