“მემფის გრიზლის” ფორვარდი ვინს კარტერი 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო თანაგუნდელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გამოკითხვაში, სადაც 300-ზე მეტი კალათბურთელი მონაწილეობა, კარტერმა 1448 ქულა მიიღო, მეორე ადგილზე 916 ქულით “მინესოტას” ცენტრი კევინ გარნეტი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი 799 ქულით კრის ბოშმა დაიკავა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია