Worldsport.ge განაგრძობს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძელი სტადიონების წარდგენას. ამჯერზე ტულუზას სტადიონის შესახებ ვისაუბრებთ.
ტულუზა – ფეხბურთი ქალაქში
“ტულუზას” საფეხბურთო კლუბი 1937 წელს დაარსდა. ოლივიე სადრანი გუნდის პრეზიდენტია 2001 წლიდან მოყოლებული, ხოლო ალან კაზანოვა მისი მწვრთნელი. მას ლიგა 1-ში მიჯრით გატარებული 11 სეზონი დაუგროვდა. “ტულუზამ” არცთუ ტიტულოვანი გუნდია. მან ერთადერთი ტიტული 1957 წელს მოიგო, როცა საფრანგეთის თასის ფინალში “ანჟერი” 6:3 დაამარცხა. გუნდს 1967 წელს პარიზის “რედ სტარი” ეწოდა და უმაღლეს დივიზიონში სამი სეზონი გაატარა, ხოლო ძველი სახელწოდება 1979 წელს ისევ დაუბრუნდა. ამის მერე, “ტულუზას” დიდი ფინანსური კრიზისი დაეწყო.
თუმცა 1986 წელს კლუბმა უეფას თასზე გასვლა მოახერხა და დიეგო მარადონას “ნაპოლიც” გამოთიშა ასპარეზობას. მომდევნო ეტაპზე ფრანგებმა მოსკოვის “სპარტაკს” შინ 3:1 მოუგეს, მაგრამ სტუმრად 1:5 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.
2000 წელს “ტულუზა” მესამე დივიზიონში დაქვეითდა და ლიგა 1-ში დაბრუნება ახლო მომავალში პრაქტიკულად წარმოუდგენელი გახლდათ, მაგრამ ორ წელიწადში, ახალგაზრდა თაობისა და ამბიციური პრეზიდენტის სადრანის მეშვეობით გუნდმა ეს მოახერხა. კარგად იმუშავა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ მომბერტსმაც. 2007 წელს კი, “ტულუზა” ელი ბოპმა ჩაიბარა და გუნდი ლიგა 1-ში მესამე ადგილზე გაიყვანა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფკაციო ეტაპზე ბოპის გუნდს ინგლისურმა “ლივერპულმა” მოუგო.
ცნობილი ფეხბურთელები ქალაქიდან
ვინსენ კანდელა (1973-): საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი. მან “მამლებთან” ერთად 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ფეხბურთში პირველი ნაბიჯები ვინსენმა სწორედ “ტულუზაში” გადადგა.
ფაბიენ ბარტეზი (1971-): ლეგენდარული ფრანგი მეკარე, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. ბარტეზს “ტულუზაში”, “მარსელში”, “მონაკოში”, “მანჩესტერსა” და “ნანტში” უთამაშია.
ანდრე-პიერ ჟინიაკი (1985-): ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ის იქნება საფრანგეთის ნაკრების 10 ნომერი. მან სახელი სწორედ “ტულუზადან” გაითქვა.
მუსა სისოკი (1989-): ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს მუსა სისოკოც. იგი “ნიუკასლში” “ტულუზადან” გადავიდა.
ეტიენ კაპო (1988-): კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც აქ აღიზარდა. კაპო “ტულუზადან” “ტოტენჰემს” შეუერთდა.
იცით თუ არა, რომ? – საფრანგეთის თასის ფინალში ყველაზე მეტი გოლი იმ მატჩში გავიდა, სადაც “ტულუზამ” ითამაშა: 1957 წელს, “ანჟერთან” 6:3.
ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი სხვა ქალაქებიდან მანძილი
ბორდო – 245 კმ
მარსელი – 405 კმ
ლიონი – 540 კმ
სენტ ეტიენი – 540 კმ
ნიცა – 680 კმ
სენ დენი – 695 კმ
ლანსი – 880 კმ
ლილი – 895 კმ
დაშორება “სტად დე ტულუზადან” – ქალაქის ცენტრამდე 3.5 კმ, აეროპორტამდე 12 კმ
სტადიონი – “სტად დე ტულუზა”
ტევადობა: 33 000
გუნდი: “ტულუზა”
გახსნა: 1937 წელი (რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა 2016 წელს)
სტადიონი 1938 წლის მუნდიალისთვის აიგო და მაშინვე “პატარა უემბლიდ” მოინათლა. ასევე უმასპინძლა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებსაც (ექვს მატჩს), ხოლო სპეციალურად ევროპის ჩემპიონატისთვის რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და 2016 წელს გაიხსნა.
ამ სტადიონისთვის დიდ მოგონებად რჩება 1986 წლის ოქტომბერში “ნაპოლის” დამარცხება. იმ მატჩში პენალტების სერიაში თერთმეტმეტრიანი დიეგო მარადონამ გააცუდა.
გარდა საფეხბურთო მატჩებისა, ტულუზამ 2007 წელს, რაგბის მსოფლიო თასსაც უმასპინძლა.
ევროპის ჩემპიონატზე ოთხ თამაშს უმასპინძლებს
ჯგუფური ეტაპი
13 ივნისი, 17:00 საათი. ესპანეთი – ჩეხეთი
17 ივნისი, 17:00 საათი, იტალია – შვედეთი
20 ივნისი, 23:00 საათი. რუსეთი – უელსი
მერვედფინალი
26 ივნისი, 23:00 საათი