“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა სუპერფინალებში ჩაგდებული ქულებით ლეგენდარულ კობი ბრაიანტს გადაასწრო. “მეფემ” “გოლდენ სტეიტთან” მოგებულ (120:90) შეხვედრაში 32 ქულა ჩააგდო და სულ ფინალებში 945 ქულა დაუგროვდა, ბრაიანტს აქვს – 937. ჯეიმსი ამ მაჩვენებლით მეათე ადგილზეა.
ლებრონის მორიგ სამიზნეს მეჯიქ ჯონსონის 971 ქულაა.
ნბა-ს სუპერფინალების ისტორიაში ყველაზე მეტი 1679 ქულა ჯერი უესტს აქვს ჩაგდებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვიღაც რაღაცას დაწერს და მერე აიტაცებს მთელი კობის ფანობა. კომენტარებიდან უფრო იციან ვიდრე თამაშიდან
ბოლო წამების და გადამწყვეტი მომენტების მასტერობას რომ აბრალებთ, ბოლო მეოთხეთში ჩაგდებული ქულებით ლებრონი კობის ჯაბნის. გეიმ ვინერებს რაც შეეხება კობის გეიმ ვინერები თამაშებთან შეფარდებაში დაახლოებით თანაბარი აქვს ლებრონთან. უბრალოდ კობიმ არ იცის ხოლმე პასი, რატომღაც ამას სიძლიერედ უთვლიან კობის, არადა უდიდესი სისუსტეა როცა გადამწყვეტ მომენტში პასის გაკეთება არ შეგიძლია.. როცა საჩემპიონო ბეჭდებს და გუნდს უსვავთ ხაზს გავიწყდებათ ფილ ჯექსონი, თუ ვინმეს გგონიათ რომ ლეიკერსის მწვრთნელი სპოელტრა ან ლუე რომ ყოფილიყვნენ კობის 3 ბეჭედზე მეტი ექნება ძაან ცდებით.. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ კობის ნბა-ს ისტორიაში ყველაზე მეტი აცილებული ბურთი აქვს, და ერთ ერთი ლიდერია თერნოვერებით, კიდე ბევრი ფაქტორია და თუ გადახედავთ ხოლმე საკალათბურთო ექსპერტების(არა მარტო ესპნ-ის) ანალიზზს და მარტო აქ დაწერილ კომენტარებს არ დაეყრდნობით უფრო მეტს გაიგებთ და მიხვდებით რატომ არის კობი მეთორმეტეზე იმ სიაში და ლებრონი მესამეზე .
geniusa (430)
ისეთი ჩახედული არ ვარ კალათბურთში,როგორც ფეხბურთში,მაგრამ ჩემი უსაყვარლესი მოთამაშე დანკანია. თუ არ შეწუხდები და ამ კაცს მიუძღვნი ერთ სტატიას მე პირადად სიამოვნებით წავიკითხავ და მადლობელი დაგრჩები ძმაო.
ბიძინა ბაგრატ(ივან)იონი
და რახან ერთი პერიოდი გარნეტი იყო მვპ,თან კობი ახალგაზრდა ყოფილა ეს რამეს ცვლიის? რა ჯეიმსი მოვიდა თუ არა ლიგაში,ყველას თავზე დააჯდა? კარიერით,სიდიადით ჯობია გარნეტი კობის? ეგრე ნეშს ორი მვპ აქვს და კობის ერთი,რა ნეში ჯობია? რეგულარულში შარშან ატლანტამაც მაგრად ითამაშა,მაგრამ რაა?
ლებრონი ძაან მაგარი კალათბურთელია ამაზე საუბარი ღია კარის მტვრევაა, მაგრამ კობი თითქოს მასთან ახლოს ვერ მივაო ვინც ფიქრობს ან ძაან სუბიექტურია, ანდაც კობის თამაშები არ უნახავს, სტატისტიკა კი ყველაფერზე არ მეტყველებს. კობი ჩემთვის ლებრონზე დიდი კალათბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ ლებრონს ჯერ კარიერა არ დაუსრულებია, ისევე როგორც ოთხი სეზონის წინ სანამ კობი ჯერ კიდევ ჯანზე იყო და გუნდიც დაშლილი არ იყო, არ მიფიქრია, რომ კობი მაიკლზე მაღალ დონეზე გავიდოდა, თუნდაც კიდევ 2 ბეჭედი დაედო.
)) ვიღაცამ დალინკა ბოლო წუთების სტატისტიკა და კობის ლებრონოი სჯობიაო, კობის აქვს 36 გეიმვინერი, ლებრონს მგონი 16.
როდესაც სტატისტიკური თვალსაზრისით ვადარებთ კობის და ლებრონს, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე გარემოება:
1. კობი დრაფტზე აირჩიეს მე-13 ნომრად და ეგრევე გაცვალეს ანუ ის იყო იმედისმომცემი ბიჭი, მაგრამ კარიერის დასაწყისში მას არ უყურებდნენ მოთამაშედ, ვის ირგვლივაც უნდა აწყობილიყო გუნდი, შესაბამისად კარიერის საწყის წლებში კობის გაცილებით ნაკლები სათამაშო დრო ქონდა, ვიდრე ლეობრონ ჯეიმსს, რომელიც პირდაპირ ამერიკული ოცნების განსახიერებად მივიდა ლიგაში, რაღა შორს წავიდე და უშუქო და უინტერნეტო საქართველოშიც კი ვიცოდით ლებრონის არსებობის თაობაზე, ვიდრე დრაფტზე აირჩევდნენ. კობი პირველი პირველ სეზონი საშუალოდ თამაშობდა 16 წუთს, ლებრონი 39-ს.
2. განსხავევბული იყო გუნდების ამოცანები, ლეიკერსმა კობის პირველ სეზონში 56-26-ზე დასვა, კლივლენდმა ლებრონის პირველ სეზონში 35-47. კლივლენდი მაქსიმალურად ლებრონის პროგრესზე იყო ორიენტირებული, ლეიკერსი შედეგებზე.
ესთეტიური კუთხით კობის სათამაშო სტილი ჩემი აზრისთ სრულყოფილებაა, ვისაც კობის თამაში უნახავს, მისი სროლის მანერა არ მოწონდეს ვერ წარმომიდგენია, სამიანიც და საშუალოც მკვლელი ქონდა, შესვლა ალბათ ყველაზე არაპროგნოზირებადი და ტექნიკური ემჯეის შემდეგ, დანქი ხომ ქონდა და ქონდა, მოგნის ყველაზე ახალგაზრდას აქვს მოგებული ოლსტარზე კონკურსი, დაცვაში კობი იყო გაუვალი თითქმის ნებისმიერი პოზიციის ტიპს იყვანდა (იგივე ვეიდის წინააღდეგ ძაან ცნობილი მომენტია გარბენს აკეთებინებს ვეიდს სამწამიანში შეუსვლელად, იაო მინის წინააღმდეგ, ჰოვარდის წინააღმდეგ - სუპერფინალში რამდენჯერმე ძაან მაგრად გადაკეტა ერთიერთზე, ლებრონის წინააღმდეგ, კობი კარმელოზე და რავი) მოხსნაზეც ძაან პროდუქტიული იყო და სხვათაშOრის ბოსტონთან თამაშში აქვს 10 + მოხსნები გაკეთებული თუ სწორად მახსოვს ბაინემი რომ დაემტვრათ სუპერფინალში, უბრალოდ მისი სტილიდან გამომდინარე (დაცავში ძირითადად პერიმეტრს კეტავდა და შეტევაში საშუალოდან ან სამიანიდან უტევდა) ფართან ხშირად არ იყო და თავისუფალი ბურთების მოხსნაზე არ გადიოდა, პასის ტვალსაზრისითაც კობი ერთერთი გამორჩეული იგროკია, ფაქტიურად ეგ ანაწილებდა ელეიში ბურთს, ფიშზე ხშირად მას გადაქონდა ბურთი. (ვიდეოებს არ დავლინკავ ამ ყველაფერზე, თუ ვინმეს თამაშები არ უნახავს, ადვილად იპოვის იუთუბზე),
და რაც მთავარია, კობი იყო კაცი გეიმვინერი, გადამწყვეტი სროლების მასტერი, რაც კობის თამაშები შემოტრიალებული აქვს, იმედნი გამარჯვება საქართველოს ნაკრებს
კობიმ ლებრონისგან განსხვავებით უმძიმეს პერიოდშიც არ დატოვა გუნდი, შაკის წასვლიდან პაუს მოსვლამდე საპლეიოფო შემადგენლობაც კი არ ყავდა სმაშ პარკერებთან კვამ ბრაუნებთან და გაუგებარ ხალხთან ერთად უწევდა თამაში და ეს ხდებოდა კობის საუკეთესო წლებში, არადა ამ პერიოდში ნოვიცკისთან ან ნეშთან შეეძლო გადასვლა და დღეს რამდენი ბეჭედი ექნებოდა საინტერესოა, შეიძლება ვერაფერიც მოეგო, მაგრამ მთავარი ისაა რომ გუნდი მძიმე პერიოდშიც არ მიატოვა. ლებრონი კი გუნდმა მეფურად მიიღო მაგრამ ხედავდა რომ ბეჭედს ვერ იგებდა იმ სასტავში და წავიდა ვეიდთან. მაიამი იყო ვეიდის გუნდი და არა ლებრონის. ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, დუენი, რომ არა ტრამვები ემჯეის, კობის გაქანების კალათბურთელია, ძაან მაგარ დალასს ამოუტრიალა სერია, შაკი ყავდა გვერდით მაგრამ მთავარი ტიპი თითონ იყო ფინალში. და ესეთ კაცთან მივიდა ლებრონი, იქვე მივიდა კრის ბოში, ასევე მაგარი კალათბურთელი, შემდგარი სუპერვარსკვლავი. და ასეთ შემადგენლობასთან ერთადაც კი 4-დან 2 სუპერფინალი წააგო, არ დავიწყებ ეხლა ციფრებით მანიპულაციას როგორ ჩაისვარა დალასთან და არც იმას კავაიმ როგორ გააჩერა მეფე, მაგრამ ზედზედ 4-დან 2-ის წაგება იმ მაიამიში კობის კალიბრის კალათბურთელს არ ეკადრება. კლივლენდში წაგებული სუპერფინალები ლებრონს პასივში არ ეწერება (წლევანდელი ვნახოთ), იმიტომ რომ მისი გუნდი მოწინააღმდეგესთან შედარებით აშკარად სუსტი იყო.
მაიმაიიდან წაგებული სუპერფინალის შემდეგ კლივლენდში დაბრუნებაც არ იყო მთლად მეფური საქციელი, თან საინტერესოა რომ კლივლენდმა უკვე თავისი სუპერ ბიჭი დაახვედრა და დღეს რთული სათქმელია ეს კავსი ლებრონის გუნდი უფროა თუ კაირისი (მიუხედავად მისი არასტაბილურობისა).
კობის წაგებული ფინალებიდან ორივე შემთხვევაში უძლიერესი მეტოქე ყავდა, დეტროიტი მკვლელი დაცვით და საჩემპიონოდ შეკრული ბოსტონი (ალბატ ერთერთი საუკეთესო გუნდი იყო გარნეტი პირსი, ალენი ერთად და ახალგაზრდა რონდო იქვე). შაკთან ერთად მოგებულ სუპერფინალებში კი განსაკუთრებით ბოლოს კობის წვლილი უდიდესია.
და რაც ძაან მნიშვნელოვანია, კობი პიარის თვალსაზრისით ცოტათი დაჩაგრული მოთამაშეა, შეიძლება ეს იმ ცნობილი სასამართლო პროცესის გამოა, შეიძლება უბრალოდ იმის გამო რომ კობის ახალგაზრდობაში ნბა-ში ყველაზე მაგარი თაობა იყო (ეს ჩემი აზრი არაა მხოლოდ, ტრეისი, ვინსი, ნეში, კიდი, ტიმი გარნეტი, ჯინობილი, ტონი, შაკი, აივერსონი, დირკუსა და კიდევ ბევრნი) და ამიტომაც საუკეთესო ფორმაში მყოფ და უმაგრესი სტატისტიკის დამდებ სეზონებშიც კი ვერ ხდებოდა მვპ, მაგრამ ეგ არაფერს წყვეტს თუ მვს-ს რაოდენობა მთავარი, მაშინ ნეშიც უკეთესი კალათბურთელი ყოფილა კობიზე, რაღა შორს მივდივართ.
როდესაც კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელობაზე გაქვს პრეტენზია ზედიზედ 2 სუპერფინალური თამაშის გადამწყვეტ თამაშებში ბოლო წამებზე გადამწყვეტ მომენტებში შეინ ბეტიეს და ადონის ჰასლემს არ უნდა ტენიდე ბურთს, ეს ხასაითსი თვისებაა, თორემ რობერტ ორის და დერეკ ფიშერის ბაზერებით ელეიც იგებდა სუპერფინალებს.
100% გეთანხმები,განსაკუთრებით იმაში თუ სად მოხვდა კობი და სად ლებრონი,ეს გუშინ თუ გუშინწინაც ვთქვი ერთ-ერთ სტატიაზე.სად ლეიკერსის მოთხოვნილება და სად კლივლენდის. კლივლენდში რო შაკი დახვედროდა ჯეიმსს,დავიჯერო იგივე სტატისტიკა ექნებოდა?
კიდე ერთი ძალიან კარგი თემა რასაც შეეხე,ეს იმ დროინდელი ვარსკვლავთცვენა იყო,ძალიან ბევრი ვარსკვლავი ამბობს,რომ ლიგა ძალიან ნაზი და ნაკლებდაძაბული გახდა.
ჯეიმსის შემთხვევაში,იმ ორი მოგებული ფინალიდანაც,რეი ალეის სამიანი ალბათ არავის, არასოდეს არ დაავიწყდება.
ძალიან ცუდია,როცა შაკთან ერთად მოგებულ ფინალებს,მარტო შაკს მიაწერენ,კობის სტატისტიკას მაინც რო გადაავლონ თვალი არ იქნება ცუდი.იმ მომენტში სხვაგვარად ვერც იქნებოდა,რადგან შაკზე იყო თამაში აწყობილი,დომინანტ ცენტრზე,რომელსაც ვერავინ ვერ აჩერებდა და დეტროიტთან წაგებაც შეიძლება ელეის ძალიან ვარსკვლავურ შემადგენლობას დავაბრალოთ,როცა პეიტონი და მელოუნი,რასაც ქვია ბეჭდისთვის მოვიდნენ და სამწუხაროდ დეტროიტელ ცუდ ბიჭებს შეხვდნენ.
კიდევ ერთი რამ სროლის პროცენტთან დაკავშირებით.პროცენტი შეიძლება ყველაზე კარგი ქონდეს ვთქვათ ჰოვარდს,ან კორვერს,რადგან სროლით არ გამოირჩევიან(კორვერის სამიანებზე არ ვამახვილებ ყურადღებას).სროლის სირთუელსაც ხო გააჩნია?კობი ბოლო სროლას 99% შემთხვევაში თვითონ ისროდა და თუნდაც ეს მომენტია ლებრონისთვის ხინჯად,რომელსაც ბურთის სხვისთვის შეტენვა უყვარს.
დეტროიტთან სუპერფინალის მეორე შეხვედრა,ბოლო წამები და კობის სამიანი...
შენი ორივე ვრცელი პოსტი სიამოვნებით წავიკითხე ჯიგარო. გმაдლობ რომ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინე дა ასეთ ნაფიქრ дა дალაგებულ მოსაზრებას გვთავაზობ.
ვერ дაგეთანხმები იმაში,რომ მაიამი ლებრონის მისვლის შემдეგაც ვეიдის იყო. იქაური გულშემატკივრების აზრი არ ვიცი, მაგრამ ზოგაдაд მაინც აშკარაд ჩანдა რომ აღლუმს ჯეიმსი იბარებдა. მიუხეдავაд იმისა,რომ ვეიдი ძალიან მომწონს,უბრწყინვალესი მოთამაშე дა პარტნიორია.
აი ბოლო წამებში ლებრონის ქალაჩუნობაზე дა ბევრი სამიანის სროლაზე კი ამ дილითაც იყო მსჯელობა дა მის კომპლექსებს дავაბრალეთ ყველაფერი,რაც მართლაც არაა მეფური საქციელი))))))))
1 ელ სეზონშI შეილება კიდე ტქვა რო ორივე ერთ დონეზე იყყოო.თუმცა მერე ნელ ნელა მეფემ მეფური ადგილი დაიკავა.ვეიდი კი მთავარი ვეზირი გახდა
კობის გულშემატკივრები ხართ და არ აღიარებთ მაგრამ იმის მტკიცებას ნუ დაიწყებთ ესპნ ის ექსპერტებზე უკეთ გესმით კალათბურთი..

კობის ფანობა დიდი ხანია კალთბურთს აღარ უყურებს მთავარი მიზანი ისაა რომ ლებრონმა არ მოიგოს. მაგას ბალეშჩიკობენ 2010 წლის მერე
ბიძინა ბაგრატ(ივან)იონი
ბრაიანტი დაჟე გარნეტის ჩრდილქვეშ?
როცა მინესოტაში იყო გარნეტი მაგ პერიოდში. მვპ-იც იყო გარნეტი და კობი ახალგარზდაც იყო და შესაბამისად გარნეტი უფრო წონიან კალათბურთელად ითვლებოდა.
ჯერი უესტი ვინაა?სად თამაშობდა?
და რომელ წლებში?
stripslashes((strlen('http://www.basketball-reference.com/players/w/westje01.html')>0?'http://www.basketball-reference.com/players/w/westje01.html':'http://www.basketball-reference.com/players/w/westje01.html'))
მადლობა ბიძინა,არ მქონდა განაგები ეს კალათბურთელი..
კიდევ ერთ 4-1ს წააგებს ვითომ მეფე:დ
ზოგი ისეთებს წერს, შეპასუხებაც კი ზედმეტია
ლებრონი ბრაიანტს ვერასოდეს გადაასწრებს:დ
უკვე გადასწრებული აქვს დიდი ხანია.. ჩემპიონის ბეჭდებით შეიძლება დერეკ ფიშერსაც ვერ გადაასწროს... ბეჭედს გუნდი იგებს.
All-Time #NBArank 10: Hakeem Olajuwon

All-Time #NBArank 9: Shaquille O'Neal
All-Time #NBArank 8: Tim Duncan
All-Time #NBArank 7: Bill Russell
All-Time #NBArank 6: Larry Bird
All-Time #NBArank 5: Wilt Chamberlain
All-Time #NBArank 4: Magic Johnson
All-Time #NBArank 3: LeBron James
All-Time #NBArank 2: Kareem Abdul-Jabbar
All-Time #NBArank 1: Michael Jordan
ვერცეთს ვერ ჯობია კობი აქედან. აბსოლუტირად სწორად არის შედგენილი. კობი იყო ძლიერი კალათბურთელი მაგრამ არასდროს არ ყოფილა დომინანტი ლიგაში, ბოლო წლებში გაიქაჩა ისიც თორე მანამდე იყო ვარსკვლავი მაგრამ შაკის, აივერსონის, დანკანის, გარნეტის ჩრდილის ქვეშ.
ბოლო წელს რაც გააკეთა ხო იდიოტიზმი იყო.. თავის თავს რომ გაცილებას უწყობდა
სასაცილოა და მეტი არაფერი ეგ ათეულიი
აივერსონიDDD
აივერსონს საბოლოო ჯამში აჯობა მაგრამ იყო დრო აივერსონთან კობის არ ახსენებდნენ. აივერსონს იმის ნახევარი პროფესიანალიზმი რომ ქონოდა რაც კობის ქონდა ჯორდანზე წინაც დადგებოდა მაგრამ პიროვნულად იყო უნებისყოფო ქლიავი
აბსოლიტურად ვერ დაგეთანხმები.რა დომინანტი არ იყო 35.6 საშUალოებს დებდა ტიპი სეზონში.ან რა აივერსონი.ალენი იყო საუკეთესო ტალანტი თუმცა კარიერით და მიგწევებით ვერც მისუნავს მამბასთა, პ.ს კობის ფანი არც ვარ
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
რის ათეულში არ შეიყვანეს ?
სირმანჯოების
აბა კობი რომ ათეულში ვერ იქნება ეგ რა ათეულიაა
რა ბრაიანტი ათეულშიც არ შეიყვანეს ესპნ ის ექსპერტებმა. იძახეთ ეხლა მეჭიაურივით, ნაციონალების კომპანიაა ესპნ და მაგიტომ არ შეიყვანესო =D
ბრაიანტს დიდი ხანია სჯობნის და იმდენი უპირატესობა აქვს რომ არც ღირს დაწვრილმანება და მტკიცება... მერამდენედ ? !
მეფე არა სიკო
ლებრონი პირადი სტატისტიკით მართლა მაგარია, მაგრამ რამდენი ფინალი აქვს კობის მოგებული და რამდენი ლებრონს ეგაა მთავარიი
ეს ფინალი რომ მოიგოს ლებრონმა რისი იმედიც ნაკლებად მაქვს, მერე შეიძლება კიდევ რაღაცაზე ლაპარაკი 3 ბეჭედი არაა ცუდი შედეგი და შანსი კიდევ ექნებაა
ნეტა მაიკლს რამდენი აქვს.მემგონი მეფეს უკვე მაიკლზე მეტი თამაში დაუგროვდა ფინალებში.