ვეტერანი კალათბურთელი ბუბა კვიმსაძე აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ ისევ სპორტში რჩება და საკალათბურთო კლუბ ,,ქუთაისი 2010’’-ში მენეჯერად იმუშავებს . ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’ ,,ქუთაისი 2010’’-ის მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ წარმოშობით ქუთაისელი ბუბა კვიმსაძე ბოლოს, აქტიური სპორტიდან წასვლამდე, ,,ქუთაისი 2010’’-ში თამაშობდა და თანაგუნდელებთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა.