სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:42 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გლადბახმა” კრამერი დაიბრუნა

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი კრისტოფ კრამერი “გლადბახში” დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია “კვიცების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

25 წლის ნახევარმცველი “გლადბახის” ღირსებას 2013-2015 წლების სეზონებში იჯარით იცავდა, ხოლო გასულ სეზონში “ლევერკუზენში” მოუწია დაბრუნება. “კვიცებმა” კრისტოფი 15 მილიონ ევროდ შეიძინეს და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

კრამერმა გასულ სეზონში “ლევერკუზენის” მაისური 44-ჯერ მოირგო და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113881