ფეხბურთი

23:12 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სოსიედადმა” რული გამოისყიდა

სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადმა” ძირითადი მეკარის, ხერონიმო რულის სატრანსფერო უფლებები გამოიყიდა. აღნიშნული ცნობა ბასკური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, “სოსიედადს” არგენტინელი მეკარის გამოსყიდვა 8 მილიონი ევრო დაუჯდა.

24 წლის მეკარე “მალდონადოს” საკუთრებაში იმყოფებოდა, თუმცა განვლილი ორი სეზონი “ანოეტაზე” ჩაატარა იჯარით და “ჩური ურდინის” კარი 62-ჯერ დაიცვა.

0.116589