ჩოგბურთი

16:40 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ და შვედოვამ მეოთხედფინალში გააღწიეს

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და ყაზახი იაროსლავა შვედოვას წყვილმა, რომელიც ჰოლანდიურ ჰერტოგენბოშში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) პირველ ნომრადაა განთესილი, საწყისი წრე დასძლია.

კალაშნიკოვამ და შვედოვამ რუს ვერა დუშევინას და ლატვიელ ელენა ოსტაპენკოს 7:5, 6:3 სძლიეს და 60-60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

მეოთხედფინალში ქართველი და ყაზახი ჩოგბურთელები ჩეხებს – ლენკა კუნჩიკოვას და კაროლინა სტუხლას ეთამაშებიან, რომელთაც იაპონელი ნაო ჰიბინო და ბრიტანელი ემილი უებლი-სმიტი 7:6 (7:3), 7:6 (7:2) დაამარცხეს.

ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, კალაშნიკოვა და შვედოვა 110-110 ქულას მიიღებენ.

0.122546