სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა დაადასტურა, რომ 2019 წლის კოპა ამერიკის ტურნირს ბრაზილია უმასპინძლებს. ამ ქვეყანას 2015 წლის ტურნირი უნდა მიეღო, თუმცა მაშინ კონმებოლმა უპირატესობა ჩილეს მიანიჭა. მიზეზად ბრაზილიის გადატვირთული გრაფიკი გახლდათ. კონტინენტის ყველაზე დიდმა ქვეყანამ 2013 წლის კონფედერაციის თასს და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს უმასპინძლა, მიმდინარე წელს კი ოლიმპიადის ჩატარებაც უწევს.
დომინგესმა აშშ-ში მიმდინარე ტურნირის შეფასების დროს მომავალი მასპინძელიც დაასახელა: "აშშ დიდებული მასპინძელია, როგორც ჩილე იყო და როგორიც ბრაზილია იქნება 2019 წელს."
ბრაზილია კოპა ამერიკას 1919, 1922, 1949 და 1989 წლებში მასპინძლობდა და ოთხივე შემთხვევაში ტურნირი მოიგო.